ჩვენ შესახებ

 ჩვენ 21-ე წელია ვზრუნავთ, რომ დავხვეწოთ, განვავითაროთ და გავამარტივოთ სარიტუალო მომსახურება. ჩვენი კომპანია ორიენტირებულია თქვენზე. ვცდილობთ გაგიმარტივოთ საქმე, ცხოვრების რთულ მომენტში.გაგიწევთ მომსახურებას ჭირისუფლის სახლიდან გაუსვლელად 24 საათის განმავლობაში.  სარიტუალო სახლი  "BLACK ROSE", არ არის ორიენტირებლი , რომ სხვადასხვა გზით მანიპულაცია მოახდინოს , ისარგებლოს თქვენთვის ყველაზე რთული მომენტით. ჩვენ გთავაზობთ კონკრეტული სიტუაციისთვის,საჭირო კონკრეტულ მომსახურებას. გვაქვს სრული მომსახურება მაგრამ, არ ვცდილობთ მოგახვიოთ თავს და შემოგთავაზოთ ის მომსახურება, რაც რეალურად არ გჭირდებათ. ჩვენი მთავარი მიზანია, შეგიმსუბუქოთ საქმე, შემოგთავაზოთ კონკრეტული მომსახურება და უკვე დაკისრებული დავალება ხარისხიანად შეგისრულოთ.